მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ "ლელოს" ერთერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ოთხპუნქტიანი მოთხოვნებიდან, რასაც ოპოზიცია ხელისუფლებას უყენებს, პოზიციების დაახლოვება მხოლოდ ორში შეინიშნება.
ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხები - ამ ოთხი საკითხიდან პირველ და მეორე საკითხებზე ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ, მესამე და მეოთხე საკითხზე საკმაოდ დავახლოვდით, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ თუ პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება, ოპოზიცია გააგღზელებს ბოიკოტს, - განაცხადა "ლელოს" ერთერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მან დაამატა, რომ საუბარი მიმდინარეოვბს ოთხივე საკითხზე, მაგრამ განსაკუთრებით - ხელახალ არჩევნებთან და პოლიტპატიმ,რებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მეხუთე რაუნდა, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მის თარიღზე ხვალ უნდა შეთანხმდნენ.
შეხვედრიდან გამოსულმა დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ორ მოთხოვნას "ქართულ ოცნება" არ თანხმდება და "შეთანხმების რესურსი არ ჩანს" ხოლო დანარჩენ ორზე - შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს, რაშიც საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებები და მეოთხე - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები იგულისხმება.
ალეკო ელისაშვილმა კი თქვა, რომ "ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, არ მოყვეთ დეტალებს".