
სტრატეგია აღმაშენებლის პრესსამსახურის უფროსი, ირაკლი გაბისონია "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერთან საუბარში იმ მიზეზს განმარტავს, რატომ არ გადასცა პარტიის ლიდერს, რომ "მთავარს" გიორგი ვაშაძის კომენტარი სურდა:
"გამომდინარე იქიდან რომ ცოტა დაძაბული სიტუაცია აქვს მამამისს, ვცდილობ დიდად არ დავტვირთო და სპიკერად გამოყენებული მყავს სერგო ჩიხლაძე... ყველა ტელევიზია ითხოვს იმიტომ რომ პარტიის ლიდერია...ასე ჩავთვალე საჭიროდ, კი ბატონო, გადატყდეს ჩემზე ჯოხი", - ამბობს ირაკლი გაბისონია
"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდამდე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თავდასხმის მთავარი სამიზნე დღეს "მთავარი არხი" და ნიკა გვარამია იყო:
"თავდასხმებით და ბინძური ინფოებით მართულ კამპანიას ჩვენ ყოველთვის დავუპირისპირდებით. მე შეგახსენებთ წინასაარჩევნოდ "მთავარის" მიერ გაკეთებულ სიუჟეტებს, როგორ ვეკვრებოდით ვითომ ვიღაცებს და ბნელ მხარეს გადავდიოდით. ნიკა გვარამიას ჩემი ტელეფონი აქვს და შეუძლია დამირეკოს, არც კი გიკითხავთ არაფერი" - თქვა ვაშაძემ