გაყალბებით ფორმირებული პარლამენტი არაკონსტიტუციურია, თუ ამაში მონაწილეობ, დამნაშავე ხარ - გიორგი გუგავა

გამოქვეყნდა:

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი გიორგი გუგავა "მთავარ არხზე", გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ამბობს, რომ თუ ეს გაყალბება ივანიშვილსა და მის გუნდს შერჩება, ეს მოკლავს იდეას, რომ ხელისუფლების შეცვლა ამ ქვეყანაში არჩევნების საშუალებით არის შესაძლებელი. 

გაყალბებით ფორმირებული პარლამენტი არაკონსტიტუციურია, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებებიც იქნება არალეგიტიმური, ეს არის სახელმწიფო გადატრიალება, არაკონსტიტუციური ქმედება და თუ ამაში მონაწილეობ, დამნაშავე ხარ. თუ ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს შევარჩენთ ამ არჩევნების გაყალბებას, გაჩნდება სკეპტიციზმი, რომ ქვეყანაში არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია. ეს გააღვივებს იმ მოძრაობებს, რომ მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, - განაცხადა გიორგი გუგავამ "მთავარ არხზე". 

მისივე თქმით, ოპოზიცია სახელმწიფოებრივად იქცევა, როცა ამ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. 

შეგახსენებთ, დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდი გაიმართა, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა. 11 დეკემბერს პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული, მანამდე კი მოლაპარაკებათა კიდევ ერთი, სავარაუდოდ, ბოლო რაუნდი გაიმართება.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი