არჩევნები აღარ არსებობს, ივანიშვილმა ქვეყანა მიითვისა - ირაკლი ოქრუაშვილი

გამოქვეყნდა:

ირაკლი ოქრუაშვილი "მთავარ არხზე", გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ამბობს, რომ დღეს პარლამენტში შესვლის თემის დაპროვოცირება მოხდა და ეს ძალიან კარგი იყო. ასე მიმართა მან გადაცემის წამყვანს, რომელმაც უპასუხა, რომ ეს პროვოცირება კი არა, ლეგიტიმური შეკითხვების დასმა იყო. 

ირაკლი ოქრუაშვილმა ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი მიმოიხილა და თქვა, რომ "ვარდების რევოლუცია" ერთერთი უმნიშვნელოვანესი, ეპოქალური მოვლენა იყო.

ვინც რა უნდა თქვას, ვარდების რევოლუცია ისეთი მოვლენა იყო, რომ მისთვის ხაზის გადასმა არ შეიძლება. ეს იყო ის, რისი მონაწილეც ჩვენ ვიყავით. სად ვართ დღეს? არჩევნები აღარ არსებობს, ხალხის ნდობა არ არსებობს ხელისუფლების მიმართ, ივანიშვილმა მიითვისა ქვეყანა და თუ ვინმე აპირებს ამის გათეთრებას, ამის პროცესის მონაწილე ხდება., - თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

მისივე თქმით, ციხეში იმისთვის არ ისხდნენ, რომ "ვიღაცეებმა თბილ სავარძლებზე იფიქრონ". 

მოვდიოდი დღეს და ერთი ქალბატონი მეკითხება, დავიღუპეთ, ბატონო ირაკლიო? უცებ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა და ჩავეკითხე და ასე მითხრა, მართლა შედიან პარლამენტში ის გათახსირებულებიო? - იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდი გაიმართა, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა. 11 დეკემბერს პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული, მანამდე კი მოლაპარაკებათა კიდევ ერთი, სავარაუდოდ, ბოლო რაუნდი გაიმართება.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი