მე-10 მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენიტთ იწყებს მუშაობას - რა იცვლება საკანონმდებლო ორგანოში

გამოქვეყნდა:

მეათე მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტით იწყებს მუშაობას. საკანონმდებლო ორგანოს აღარ ეყოლება უმრავლესობა და უმცირესობა, შესაბამისად, მათ არ ექნებათ საპარლამენტო ტრიბუნა და დაფინანსება, ასევე არ ეყოლებათ აპარატი.

ახალი წესი იმოქმედებს ფრაქციის ფორმირებისთვისაც. ფრაქციის შექმნის უფლება 6 ნაცვლად, 7 დეპუტატს შეეძლება. კონსტიტუციითა და რეგლამენტით, ერთი პოლიტიკური პარტია მხოლოდ ერთ ფრაქციას შექმნის, რაც იმას ნიშნავს რომ "ქართული ოცნებას" ამ მოწვევის პარლამენტში ერთ ფრაქციით იმუშავებს. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში იგივე წესი იმოქმედებს, "ნაციონალური მოძრაობისთვისაც". დანარჩენი ოპოზიციური პარტიები კი, ვინც ფორმალურად ბარიერი გადალახა, დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ფრაქციას ვერ ჩამოაყალიბებენ.

ლეგიტიმაციის გარდა, ირკვევა რომ  პარლამენტის ახალ შემადგენლობას კომპეტენციისა და წარმომადგენლობითობის პრობლემაც აქვს. "დემოკრატიის ინდექსში" აცხადებენ, რომ ოცნების პარლამენტის წევრებს შორის პროფესიული კუთხით ბალანსი დაცული არ არის, რაც საკანონმებლო ორგანოს მუშაობაზე უარყოფითად აისახება.

"უმეტესად წარმოდგენილია პარლამენტში იურისტები, ძალიან ცოტა ეკონომიკსტი, ჯანდაცვის სპეციალისტი და განათლების მიმართულებით სპეციალისტი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით აქვს სერიოზული გამოწვევები ამ დარგის სპეციალისტები საერთოდ ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ეს დაუბალანსებლობა ქმნის რისკს, რომ მისი საქმიანობა პოლიტიკის განსაზღვრის და ამ პოლიტიკის შესრულების კუთხით იქნება ძალიან არაეფექტური", - ამბობს ეკა ციმაკურიძე "დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს" ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს 12 საათზე უნდა გაიმართოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი