2021 წელს თბილისის მერიის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონზე მეტი იქნება - კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, 2021 წელს თბილსისი მერიის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონზე მეტი იქნება. მერმა მთავრობის სხდომა სწორედ ამ თემით გახსნა და პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ბიუჯეტს დაემატება 225 მილიონი, უხალოეს დღეებში გადაგზავნილი იქნება თბილისის საკრებულოში განსახილველად. ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ოდენობა იქნება მილიარდ 50 მილიონი ლარი. ასევე, მომდევნო წლის დასაწყისში, იანვარში კონკრეტულად ამ თანხას კიდევ 50 მილიონი დაემატება ზემოდან და საბოლოოდ, 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონზე მეტი იქნება", - თქვა კახი კალაძემ. 

კალაძის თქმით, ამ თემაზე ხშირია სპეკულაციები, თუმცა ბიუჯეტის მესამედი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოიყოფა რაც 350 მილიონ ლარზე მეტია. ამდენივე იქნება გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი