მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე 2 დღე რჩება, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12 საათზეა ჩანიშნული. თუ ოპოზიცია შეთანხმებულად იმოქმედებს და ერთიან პოზიციაზე დარჩება, მაშინ ქვეყანის ისტორიაში პირველად საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება.
ახალი მოწვევის პარლამენტში იცვლება მუშაობის წესებიც, საკანონმდებლო ორგანოს აღარ ეყოლება უმრავლესობა და უმცირესობა, შესაბამისად, მათ არ ექნებათ საპარლამენტო ტრიბუნა და დაფინანსება, ასევე არ ეყოლებათ აპარატი.
ახალი წესი იმოქმედებს ფრაქციის ფორმირებისთვისაც. ფრაქციის შექმნის უფლება 6 ნაცვლად, 7 დეპუტატს შეეძლება. კონსტიტუციითა და რეგლამენტით, ერთი პოლიტიკური პარტია მხოლოდ ერთ ფრაქციას შექმნის, რაც იმას ნიშნავს რომ "ქართული ოცნებას" ამ მოწვევის პარლამენტში ერთ ფრაქციით იმუშავებს. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში იგივე წესი იმოქმედებს, "ნაციონალური მოძრაობისთვისაც". დანარჩენი ოპოზიციური პარტიები კი, ვინც ფორმალურად ბარიერი გადალახა, დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ფრაქციას ვერ ჩამოაყალიბებენ.
"ჩვენ მივიღებთ მართლაც ერთპარტიულ, ერთფრაქციულ პარლამენტს, რომელსაც ექნება როგორც პოლიტიკური საქმიანობის პრობლემები, ასევე, სამართლებრივი, რადგან პარლამენტი ვერ შეძლებს ყველა კონსტიტუციური უფლების შესრულებას. რეგლამენტია აწყობილი იმას, რომ იყოს ოპოზიციის თანამონაწილეობა გარკვეულ საკითხებში, მაგალითად, საგამოძიებო კომისიების შექმნა, კომიტეტებში მონაწილეობა, ამიტომ ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება პარლამენტს მუშაობა", - ამბობს საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტი, კოტე ჩოკორაია.
"დემოკრატიული ინდექსი - საქართველოს" თავმდჯომარე, ეკატერინე ციმაკურიძე ამბობს, რომ დეპუტატების მესამედზე მეტი იურისტები არიან, ეკონომისტები სულ 17, განათლების სფეროს და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კი ძალიან ცოტა.
გარკვეულია ისიც, რომ 11 დეკემბერს პარლამენტის პირველ სხდომას პატრიარქი, ილია მეორე არ დაესწრება.