პარტია "მოქალაქეების" ლიდერი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება და განმარტავს იმ პირობებს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მანდატზე უარს არ იტყვის. მისი თქმით, ელჩებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე მისთვის მთავარი საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმებზე შეთანხმებაა.
ელისაშვილი ამბობს, რომ თუ საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები ისე შეიცვლება, როგორც ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და ექნება გარანტია, რომ შეთანხმება შესრულდება, მაშინ პარლამენტში შესვლას დათანხმდება. ამ თემაზე ელისაშვილმა Facebook ლაივში ისაუბრა.
პირდაპირ გეუბნებით, რომ მე მწამს, გვაქვს ახლა მომენტი, შესაძლებლობა, რომ იმ მოლაპარაკებებიდან ეს გამოვიტანოთ, საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, სანდო და გაწიკწიკებული საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, ამაზე ვმუშაობთ საათობით, ამისთვის ვიბრძვი, ეს არის ეროვნული ამოცნა, რომელსაც მივადექით ყველა, თუ გვინდა, რომ ქვეყანას ეშველოს, ხელისუფლებები იცვლებოდნენ, მთავარი მექანიზმი რა არის?! ქუჩაში ხო არ უნდა მივსდევდეთ ზარბაზნით, არა, არჩევნებით ვცლიდეთ...
პირდაპირ გეუბნებით, მე იქიდან ეს ეს დოკუმენტები, ეს გარანტია მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ რა თქმა უნდა, ისე გახადეს, პარლამენტში შედიხარ, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო, საქართველოს უნდა უღალატო პარლამენტში თუ შევალ. ესე ტყვილა პარლანტში არ შევალ ცოცხალი თავით ქუდი რომ შემიგდონ და არც შევდივარ, ერთ თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს და იმ მოლაპარაკებებზე პასტით და ფურცლით დავდივარ, ეს ეს ეს რაც შეეხება არჩევნებს, ეს უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გაკეთდეს, ამეებზე ვმუშაობთ და ამით თუ გამოვალ, იქიდან გამოვალ თავაწეული და ვფიქრობ, ყველა გამოვა, ვისაც უნდა ეს ქვეყანა წინ წავიდეს, არ აურიოს და რევოლუცია არ მოახდინოს", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებას ფულის აღებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და უნდა, რომ როცა მოლაპარაკებებიდან გამოვა, საკუთარი და მისი თანამოქალაქეების შვილებთან პირნათელი იყოს.
არასოდეს არცერთ ფულად არ გავიყიდები, არცერთ ზედმეტ თეთრს ფულს არ მოვკიდებთ, - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებებზე რთულად და ჯიუტად მიდიან წინ, თუმცა სჯერა, რომ ისეთი საარჩევნო სისტემით გამოვლენ, რომ ქვეყანა ამოისუნთქებს.
ელისაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში მეტი რომ არაფერი გამოვიდეს, ამ მიღწევითაც მთელი ცხოვრება კმაყოფილი იქნება.