ბაღდათში ქსელური მაღაზია "სპარი"გაქურდეს. დამნაშავეების ვინაობა ამ დრომდე უცნობია, მათ მაღაზიიდან თანხა, სიგარეტები და სასმელები წაიღეს.
სპარის თანამშრომლები ამბობენ, რომ დილით სამსახურში მისულებს კარები ღია, პროდუქტები კი ძირს დაყრილი დახვდათ. მათი თქმით სავარაუდოა, რომ მაღაზია ღამით გაქურდეს, თუმცა ზუსტად არ იციან.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასევე აღებულია DNM-ის ნიმუშები. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 177 – ქურდობის მუხლით დაიწყო.
ბაღდათის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ქალაქში კრიმინალმა იმატა და იხსენებენ, 2 დეკემბერს ბაღდათშივე მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმას 80 წლის კაცზე.
მსგავსადვე, გუშინ, გვიან ღამით ვარკეთილში - კომენდანტის საათის დროს - ხომლელის ქუჩაზე საზოგადობრივი კვების ობიექტი გატეხეს. პიცერია, რომელიც კოვიდ რეგულაციების გამო გატანით სერვისზე მუშაობს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე 2-ჯერ გაძარცვეს.