მანდატებს ყველას შევუწყვიტავთ, ვინც მოგვმართავს, არ შესული პარტიები დაფინანსებას ვერ მიიღებენ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტიელბა საპარლამენტო მანდატები ყველა იმ დეპუტატს შეუწყვიტონ, რომლებიც ამის თობაზე განცხადებით მიმართავენ. მისივე თქმით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.

"ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. 

გარდა ამისა, სახელწმიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილიეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე განცხადებით, უმარავლესობა პირველივე შეკრებისთანავე დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმენას. 

"კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის, დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია, საპარლაენტო პარტიები ამ კომისიის მუშაობაში თავისთავად იქნებიან ჩართული. კომისია უზრუნველჰყოფს არჩევენების სრულფასოვან შეფასებას",  - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

მასალა ახლდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი