მათთვის არჩევნების ერთადერთი ობიექტური შემფასებელი "მთავარი არხი" და ნიკა გვარამია არიან - კობახიძე ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

საგანგებო ბრიფინგზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებათა დაწყების საფუძველი გახდა რადიკალური ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, თუმცა, მოგვიანებით დაამატა, რომ "ეს, ეტყობა, შეცდომა იყო". ამ დასკვნის საფუძვლად მან ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბებაზე პრეტენზია და პარლამენტში არშესვლა დაასახელა. 

ამასთან, ირაკლი კობახიძემ მოიხსენია "მთავარი არხი" და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

მათ მაინც ჰყოფნით თავხედობა და მაინც ეჭქვეშ აყენებენ საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებული  არჩევნების სამართლიანობას. ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია არად დაგიდევს  ავტორიტერტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და არჩევნების ერთადერთი ობიექტური შემფასებელი"მთავარი არხი" და ნიკა გვარამია არიან, რომლებიც, პანდემიის პირობებშიც პოლიტიკური მოროდიორობის ხარჯზე სისტემურ პროპაგანდას ეწევიან, საზოგადოებაში პოლიტიკური ნიჰილიზმის დასათესად და ცდილობენ, ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური საფრთხის ქვეშ დააყენონ. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები მაინც არ შეუწყვეტიათ და რამდენიმე შეთავაზებაც ჰქონდათ, მაგრამ ამაზე, მისი თქმით. ოპოზიციამ კატეგორიული უარი განაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი