
ოპოზიცია "ლელოს" ოფისში მორიგ შეხვედრას მართავს. პარტიების ლიდერები ახლა იკრიბებიან. შეხვედრაზე ფასილიტატორ ელჩებთან, მეხუთე რაუნდის წინ მორიგ კონსულტაციებს გაივლიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უთხრა, ის მოლაპარაკებების ჩაშლის მომხრე არ არის და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
პროპორციული სიების განულებასთან დაკავშირებით, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ის და მისი პარტია დამოუკიდებლად მიიღებს - ჩვენ ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ დამოუკიდებლად, არ ვაპირებ არავის განრიგზე აწყობას - ამბობს გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე დღეს პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგსაც გამოეხმაურა და აღნიშნა რომ განცხადებები მიმართული იყო სიტუაციის მეტი რადიკალიზაციისკენ:
ეს არის მცდელობა მეტი რადიკალიზაციისკენ, რომ გაგვხვიონ ერთ მარაქში. არ ავყვები ქართულ ოცნებას საკუთარ თამაშში, ვეუბნები კობახიძეს პირდაპირ ეთერში...
შესვლა-არშესვლის თემას საერთოდ არ ვიხილავ ამ ეტაპზე და ჩემთვის მთავარი არის შეთანხმება - ამბობს ვაშაძე.
რაც შეეხება კობახიძის მუქარას, რომ "ენმ"-ს რეგისტრაციას გაუუქმებს, ვაშაძე ამბობს, რომ ეს შეუძლებელია.