ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი დღეს აღარ გაიმართება

გამოქვეყნდა:

24 საათი რჩება მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ბოლო, მეხუთე რაუნდი დღეს, 10 დეკემბერს აღარ გაიმართება - რა გახდა შეხვედრის ჩაშლის მიზეზი უცნობია. ოპოზიცია საბოლოო პასუხს "ქართული ოცნებისგან" დღეს ელოდებაოდა. 

"ეს არის პირდაპირი ტერორი ოპოზიციის, როდესაც ერთი მხრივ ეუბნები დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ხოლო მეორე მხირვ, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ემუქრები. ვისი ინიციატივით გადადიო ამას ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ინიციატივით არ გადადებულა, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც თავისი შანტაჟით და მუქარით, პრაქტიკულად მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა, ბუნებრივიც იყო, რომ ეს შეხვედრა გადაიდებოდა, რაზე უნდა მივუსლიყავით სალაპარაკოდ მაგალითად ენმ, როცა პარტიის რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება საერთოდ, რა მოლაპარაკებაზეა საუბარი", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა. 

უდუმაშვილის თქმით, მოლაპარაკებები, სავარუდოდ, მომდევნო კვირაში, უკვე სხვა სტატუსით გაგრძელდება, რადგან ხვალ ერთპარტიული პარალამენტი შეიკრიბება. 

"უბნების ნახევარზე მეტში იყო ან ბიულეტენების მეტობა, ესე იგი ჩაყრის მტკიცებულება, ან ნაკლებობა, ესე იგი კარუსელის მტკიცებლება. ასე რომ, ასეთ არჩევნებზე დახმარება და ვითომ არჩეულ პარლამენტში შესვლა იქნება არჩევნების გაუქმება. მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება, როცა ერთპარტიული პარლამენტის სურათი დადგება, გაგრძელდება ზეწოლაც ქართულ ოცნებაზე", - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა. 

მიუხედავად ამისა, ოპოზიციის ნაწილს, სჯერა, რომ "ქართული ოცნება" შეიძლება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხვალ, პარლამენტის სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრება და ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა შედგება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი