ტრავერსზე ვართ, ზემოთ და ველოდებით, როდის დავიწყებთ ჩამოშვებას - პაატა იმნაძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნილი ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ამჯერად კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ტრავესზე ვართ და ველოდებით ჩამოსვლას როდის დავიწყებთ. 

"მე წინაზე გითხარით უკვე, რომ ტრავერსზე ვართ, ზემოთ და ველოდებით როდის დავიწყებთ ჩამოშვებას. ველოდებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების დაწესებით ზრდა აღარ გვექნება", - თქვა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით, 2 კვირის წინ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გავრცელების თვალსაზრისით ჯომოლუნგმაზე ავდიოდით.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 045 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 პაციენტი გარდაიცვალა.

რეგიონალური განაწილება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი