პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციის ლიდერები მანდატებზე უარს ღიად იტყვიან

გამოქვეყნდა:

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი დღეს, 10 დეკემბერს აღარ გაიმართება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბარიერგადალახული ოპოზიციონერებიდან არცერთი ხვალინდელ პარლამენტის სხდომას არ დაესწრება, მაგრამ რომელი დეპუტატი გადაწყვეტს, რომ მანდატი შეიჩეროს ჯერ უცნობია. 

"გადადება მაგის გამო მოხდა, რომ გუშინ კობახიძემ ბრიფინგი ჩაატარა და ილაპარაკა ის, რაც ილაპარაკა, ამის გამო რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ჩათვალა, რომ ახლა მეხუთე რაუნდის გამართვას შინაარსი არ აქვს და ამის გამო გადაიწია. ვერ წარმომიდგენია ამ წუთისთვის გადათვლის რაიმე მექანიზმის გამოყენება, რაც დაადგენს რეალობას და მიგვიყვანს იმ რიცხვებამდე რაც მოსხლეობის ნებას ასახავს", - თქვა "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ. 

"ლეობორისტული" პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას შეფასებით სატყუარაა, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება და განიხილავს მათივე დანაშაულს. 

"ყველა გზა მოგვიჭრეს, საარჩევნო კომისიებშიც, სასამართლოშიც, რომ შედეგები, ბიულეტენები და საარჩევნო სიები გადაგვეთვალა. ახლა როგორც ჩანს გაასუფთავეს, გაამზადეს ბიულეტენები და ცდილობენ ეს ფარსი შემოტენონ ხალხს და ოპოზიციას", - ამბობს გიგორგი გუგავა.

ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში შეიკრიბება და მანდატებზე ღიდ უარს იტყვის. ასეთები, ვინც უკვე საჯაროდ თქვა, რომ ამ შეხვედრას შეუერთდება არიან: "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" "ლელო" "ლეიბორისტული პარტია".

"სტრატეგია აღმაშენებლი" ამ წუთებში მსჯელობს რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტია შეხვედრას არ შეუერთდება და გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს. 

"გირჩის" ნაწილის პოზიციაა, რომ თუ პარლამენტში ენმ შევა, მაშინ მანდატებს ისინიც მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არა.

რაც შეეხება "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, პარტია მანდატებს არ დათმობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი