"სტრატეგია აღმაშენებელი" სიის ჩახსნაზე ჯერაც მსჯელობს - რას გადაწყვეტს გიორგი ვაშაძის გუნდი

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებელში" ამ დრომდე მსჯელობენ საპარლამენტო სიის ჩახსნაზე, რის შემდეგაც ამ გაერთიანების წევრები, რომლებიც პარტიული სიის მიხედვით, უკვე დეპუტატებად ითვლებიან, ოფიციალურად იტყვიან უარს მანდატებზე. 

გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს და მის სხდომას ყველა წევრი ესწრება. სხდომაზე მივიოდა თაკო ჩარკვიანიც, რომელსაც არ ელოდებოდნენ, რადგან მას საკუთარი, პირადი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პარლამენტში არ შედიოდა, მიღებული აქვს. 

გადაწყვეტილებებს ვიღებთ გიორგი ვაშაძე და მე და არა პაატა მანჯგალაძე. იმედი მაქვს, სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ და მე აქ იმისთვის მოვედი, რომ დავარწმუნო ისინი, ვინც ყოყმანობს სიის ჩახსნაზე, - ამბობს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და საზოგადოების დიდი ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს, "სტრატეგია აღმაშენებელმა" 31 ოქტომბერს ამომრჩეველთა ხმების 3, 15% მიიღო, რაც ოთხი საპარლამენტო მანდატის ტოლია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი