"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" შეთანხმებაზე უარის ინიციატივა დეპუტატ გია ვოლსკის ჰქონდა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება "ოცნების" განადგურებას ნიშნავდა მომავალში. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
"ქართული ოცნების შიდა თათბირზე ადგა ბატონო ვოლსკი, ცნობილი და გამოაცხადა, რომ შეთანხმების გაფორმება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხელს ვაწერთ ჩვენს განადგურებას მომავალში. ჩემი ინფორმაციით ასეა. შეთანხმება, დათმობა, ოპოზიციისთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ვთმობთ ყველაფერს მომავალში, ვაბარებთ ხელისუფლებას", - თქვა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, ის შეთავაზება, რაზეც ოპოზიცია ჩამოყალიბდა კიდევ შეიძლებოდა გაუმჯობესებულიყო და ის ნამდვილად დაბალანსებული იყო.