"ლელო" პარლამენტში არ შედის და საპარლამენტო სიას აუქმებს - განცხადება ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ჩვენმა პარტიამ ოფიციალურად დღეს მიიღ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ბოლო თვენახევარია ვახმოვანებთ, რომ გამოვიწვიოთ ჩვენი საპარლამენტო სია და უარი ვთქვათ იმ მანდატებზე, რომელიც მოგვანიჭეს გაყალბებული არჩევნების შედეგად - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის ერთპარტიული პარლამენტი არის ძალიან ცუდი, თუმცა ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანა გადავიდეს ახალ ეტაპზე და სამართლიანი არჩევნების დამკვიდრებაზე.
შეგახსენებთ, რომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო დღეს "სტრატეგია აღმაშენებელმაც"