
ირაკლი კობაიძის აზრით, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებია ყველა, ვინც არ არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან, ნიკა გვარამიასთან, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიასთან.
ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება და მოლაპარაკებების დროს მან დაინახა რამდენიმე "ღირსეული ადამიანი და პარტია" დაინახა:
დავინახეთ ერთი, ორი და სამზე მეტი ღირსეული ადამიანი - ამბობს კობახიძე, თუმცა არ ასახელებს არც პარტიებს და არც კონკრეტულ ადამიანებს.
პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარემ დღეს ოპოზიციონერები ჯანსაღებად და არაჯანსაღებად დაყო:
განა ვერ დავასახელებ, არ დავასახელებ არაფერს. წინ კიდე არის დრო. ჩვენ ქართულ ოცნებას არაფერი არ აქვს ასაჩქარებელი ჩვენ ველოდებით უკვე პარტიის პოზიციას. ჩვენი ამოცანაა წარმოდგენილი იყვნენ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, არა ყველა პოლიტიკური ძალა, სახეებს გეტყვით : სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, უგულავა , ესენი არიან პათოლოგიური პოლიტიკოსები და ვინც ამ სახეებთან არ არის დაკავშირებული, ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური ძალები და მათი ადგილია პარლამენტში" ამბობს კობახიძე
შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს ჩატარება. ამ დროის მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია არ შედის. ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს პოლიტსაბჭოს სხდომები გამართეს, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაწერენ განცხადებას, ჩახსნიან პროპორციულ სიებს და ამით უკვე ოფიციალურად იტყვიან უარს სადეპუტატო მანდატებზე.