უმრავლესობის ლიდერი მე ვიქნები - კობახიძემ საკუთარი თავი ამჯერად უმრავლესობის ლიდერად წარადგინა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ამბობს, რომ პარლამენტის პირველი სხდომის ერთერთი საკვანძო საკითხია პარლამენტის კომისიების დაკომპლექტება იქნება და, მისივე თქმით, კონსულტაციების შემდეგ, მმართველ პარტიაში შესაბამისი  გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ირაკლი კობახიძემ, "ოცნების" პარტიული სიის წარდგენის მსგავსად, ამჯერად საკუთარი თავი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად დაასახელა.

რაც შეეხება საკვანძო თანამდებობებს მეათე მოწვევის პარლამენტში, სია ასე გამოიყურება:

საქართველოს პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება, პირველი ვიცე-სპიკერი - გიორგი ვოლსკი, ვიცე-სპიკერები იქნებიან კახა კუჭავა და დავით სერგეენკო.

საპარლამენტო უმრავლესობას თავად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, ფრაქციის თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე იქნება. 

კომიტეტების საკვანძო თანამდებობები ასე გადანაწილდება:

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე  ანრი ოხანაშვილი,

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე,

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია,

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი,

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი

საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე,

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი,

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიბნო წილოსანი,

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე,

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე,

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი,

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია,

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე,

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი,

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი. 

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერსაა ჩანიშნული. ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და მიიჩნევს, რომ ეს პარლამენტი გაყალბებუყლი არჩევნების შედეგადაა ფორმირებული. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი