
ის, რაც ცუდია ქვეყნისთვის, "ქართული ოცნებისთვის" პრობლემა არ არის. ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ერთპარტიული პარლამენტი ქვეყნისთვის კარგი არ არის, თუმცა "ოცნებისთვის" არც პრობლემაა.
როდესაც საუბარია რომ მაგალითად ერთი, ან თუნდაც 2,3 პარტია იქნება მხოლოდ წარმოდგენილი პარლამენტის პირველ სხდომაზე, ეს არ არის კარგი, ეს არ არის კარგი ქვეყნისთვის, ჩვენთვის, ქართული ოცნებისთვის ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ქვეყნისთვის ასეთი სურათი არ არის კარგი " ამბობს კობახიძე.
ოპოზიციის განცხადებების მიუხედავად კობახიძე მაინც ამტკიცებს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება და "ჯანსაღი" ოპოზიცია საკანონდებლო ორგანოში შევა. კობახიძემ ჯანსაღებად და არაჯანსაღებად პოლიტიკური სპექტრი დღეს დაჰყო.
ის ამბობს, რომ ოპოზიცია მესამე პრეზიდენტის, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორისა და "ევროპული საქართველოს" ლიდერი აშანტაჟებს.
შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს ჩატარება. ამ დროის მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია არ შედის. ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს პოლიტსაბჭოს სხდომები გამართეს, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაწერენ განცხადებას, ჩახსნიან პროპორციულ სიებს და ამით უკვე ოფიციალურად იტყვიან უარს სადეპუტატო მანდატებზე.