ევროპული საქართველოს დანგრევის ავტორი ბოკერიაა, ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დავეხმარეთ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

მთავარი ავტორი ევროპული საქართველოს დანგრევის, რაც არის ჯანსაღი მოვლენა, ეს არის გიგა ბოკერია- ამბობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, რომელმაც მე-10 მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერად დაასახელა თავი, ამბობს, რომ ოპოზიცია პოლიტიკას ჩამოშორდა, რაშიც ქართული ოცნებაც დაეხმარა:

ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დავეხმარეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ თითონ ჩამოაშორეს საკუთარი თავი პოლიტიკს. განსაკუთრებთ ბოკერიამ. ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაენგრია მისივე პარტია, რაც ძალიან კარგია. ჩვენ ხელი შევუწყეთ, დავეხმარეთ, მაგრამ პირველი ავტორი "ევროპული საქართველოს" დანგრევის და ჩამოშლის, ეს იყო გიგა ბოკერია - ამბობს კობახიძე.

შეგახსეებთ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს გაყალბებული არჩევნების გამო ამბობს. ზრულიად ოპოზიციური სპექტრი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, თამარ ჟვანიას დახმარებით, არჩევნები მიიტაცა.

პირველი სხდომა სხვა, 11 დეკემბერს არის ჩანიშნული. "ქართული ოცნება" დარბაზში მარტო იქნება. ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის ოფიციალურად გაფორმებას აპირებენ, რაც პროპორციული სიების ჩახსნაში გამოიხატება.

სიების განულებას პირებს ენმ-ძალა ერთობაშია, ევროპული საქართველო, "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო", "გირჩი", ჯერ უცნობია ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი