ხუსკივაძე-კობალაძის პოლიტიკური სასამართლო- მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

პოლიციის გაძლიერებული კორდონი საქალაქო სასამართლოსთან იცავდა პროცესს, რომელიც შენობაში საერთოდ არ მიმდინარეობდა. 

აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინასასამართლო დისტანციური სხდომის პარალელურად  სასამართლოში პატიმრობაში მყოფი პირების ოჯახის წევრები, მეგობრები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. 

სასამართლოს ეზოში აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის ოჯახის წევრები მეგობრებთან ერთად დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ყველა მათგანი დარწმუნებულია, რომ გარდაცვლილი თედო გობეჯიშვილის უახლოესი ორი მეგობარი ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ ისინი ოპოზიციის დამკვირვებლები და მხარდამჭერები არიან. პოლიტიკური საქმის, პოლიტიკურ სარჩულზე დღეს კობალაძისა და ხუსკივაძის ოჯახის წევრები ღიად საუბრობენ.

მოსამართლე არის მონა, დაკავებულები კი პოლიტპატიმრები - ამ შინაარსის პლაკატების განათების ბოძებზე გარკვევას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. 

სასამართლოში კი მეგობრის მიმართ ზეწოლასა და მუქარაში დადანაშაულებული ბრალდებულები თედო  გობეჯიშვილის გარდაცვალების წინა დღეს იხსენებდნენ, დროს, როცა კომისიის თავმჯდომარე იმ მეგობრებთან ერთად იჯდა სუფრასთან, რომლებიც ახლა განსასჯელის სკამზე სხედან.

ადვოკატების შუამდგომლობები დღეს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ერთ-ერთი მთავარი რასაც დაცვის მხარე ითხოვდა, პროცესის დისტანციური რეჟიმიდან დარბაზში გადატანა და ცრუ ჩვენებების საფუძველზე დაკავებული პირებისთვის პატიმრობის გაუქმება იყო. 

მოსამართლემ ოთხ საათიანი დისტანციური პროცესისა და 4 ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად პროცესი არათუ არ გადადო, საქალაქო სასამართლოს დარბაზში გადმოტანის გადაწყვეტილება მიიღო. უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ ქეთი კენჭოშვილს პოლიტიკური დავალება ჰქონდა მიღებული. 

საქმე რომ პოლიტიკურია ამის დასტურად ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ირაკლი კობახიძის ის განცხადება მოჰყავთ, სადაც მანდ დაკავებულები პირდაპირ დამნაშავეებად გამოაცხადა. 

ეს განცხადებაც და ყველა ის პოლიტიკური პასაჟი, რაც ამ საქმეს თან ახლავს დიპლომატიურ კორპუსს უკვე გადაეგზავნა, ეს იქნება მთავარი მტკიცებულებაც სტრასბურგში, იმის დასტურად, რომ პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ პოლიტიკური რეპრესიები განხორციელდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი