აკაკი ხუსკივაძე საზოგადობას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობოებს, მედიას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. პირველი კომენტარი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შედეგ, ხუსკივაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.
მოსამართლის გადაწყვეტილება დღეს ორივე დაკავებულისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა:
ეს იყო თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. საზოგადოება ამას სრულად ხედავდა და ძალიან დიდი მადლობა. რომ არა ამხელა მხარდაჭერა, იგივე ჩვენი მეგობრების მხრიდან, პოლიტიკური პარტიების მხრიდან, არასამთავრობოების მხრიდან, რა თქმა უნდა, მედიის მხრიდან, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა იმაში რომ დღეს ჩვენ გარეთ ვართ. იმედია, რომ მომავალში ეს პროცესი გაგრძელდება ზუსტად იმ ჩარჩოებში, რაც არ იქნება შეთითხნა ბრალდების კონკრეტული ადამინების მიმართ" ამბობს ხუსკივაძე
შეგახსენებთ, ისნის სოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ ცოტა ხნის წინ, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.