"გარდა კომუნისტური პარლამენტისა იკრიბება ზოოპარკი" - პარლამენტთან აქტივისტების პროტესტი დაწყებულია

გამოქვეყნდა:

დილიდან სამართალადამცველთა მობილიზებაა პარლამენტთან - პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი დაწყებულია, დღეს სწორედ მათი პროტესტის ფონზე მოუწევთ პარლამენტში შესვლა "ქართული ოცნების'' დეპუტატებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევეანის" წარმოამდგენელი, გიორგი შერვაშიძე ამბობს, რომ დღეს შეიკრიბება "საბჭოთა კავშირის პირველი პარლამენტი". 

"მთელ ერს მივულოცავ, 30-წლის თავისუფლების შემდეგ, დღეს უკვე საბჭოთა კავშირში გავიღვიძეთ და დღეს შეიკრიბება საბჭოთა კავშირის პირველი პარლამენტი. დასხდებიან, დაუწყებენ ერთმანეთს საუბარს, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის და კომუნისტების დროს. ჩვენ აქ ვიქნებით იქამდე, სანამ თითოეულ დეპუტატს არ გავატარებთ "სირცხვილის კოლიდორში", შეძახილები იქნება, მონას ძახილი, იმიტომ რომ ესენი ყველანი ბიძინას მონები არიან, დღეს აქ პარალელურად, გარდა კომუნისტური პარლამენტისა იკრიბება ზოოპარკი, სადაც შედიან ზებრები პინგვინები და ყველა ის ცხოველი რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჰყავს", - თქვა გიორგი შერვაშიძემ.

"შეცვალეს" აქტივისტი, ნიკა ფარულავა ამბობს, რომ დღეს "დასრულდა საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორია". ფარულავას თქმით, "ოცნების" დეპუტატებს დახვდებიან: საბჭოთა კავშირის ჰიმნით, შეძახილებით. 

აქვე გეტყვით, რომ დღეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ევროპული საქართველო"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლელო საქართველოსთვოს"; "ლეიბორისტული პარტია" - ეს ოპოზიციური პარტიები, 12 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.

ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: 

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გატავისუფლება.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი