"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ევროპული საქართველო"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლელო საქართველოსთვოს"; "ლეიბორისტული პარტია" - ეს ოპოზიციური პარტიები ხვალ, 12 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.
"პროცედურები, რაც კი არის სავალდებულო, ყველა პროცედურები იქნება ამოწურული. დაწყებული ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის შესაბამისი მიმართვის შეტანა, რომელიც გულისხმობს სიების განულებას, დამთავრებული უშუალოდ პერსონალური განცხადებებით, - ამბობს ნიკა მელია
"ხვალ იმ ვითარებას, რომ დაინახავენ, რომ "ოცნების" პარლამენტი იქნება შენობაში, ხოლო, ოპოზიციის მანდატებიანი პარლამენტარების დეპუტატების შეკრება იქნება სწორედ მოსწავლეთა სასახლის ეზოში, სწორედ იქ, სადაც დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 10 წლის წინ დაარსა თავისუფალი ქვეყანა, აი მერე ალბათ სხვანაირი მოლაპარაკებების სურვილი აღეძვრება", - ამბობს "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნატო ჩხეიძე.
"ევროპული საქართველო ხვალ გეგმავს, სხვა პარტიებთან ერთად, ამ ფაზის დასრულებას - ლეგიტიმაციის არ მიცემას ამ პარლამენტისვის, იმიტომ რომ ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, უმრავლესობის ნებას. ეს გულისხმობს სიების ჩახსნას, ხოლო, შემდეგ ყველა იმ დეპუტატის მიერ, ვინც მოხვდა პარლამენტში, განცხადების დაწერას", - ამბობს ევროპულის აქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
იგივე გადაწყვეტილება მიიღო დღეს "ლელო საქართველოსთვის" და "სტრატეგია აღმაშენებელმა", პარტიები აუქმებენ სიას და უარს ამბობენ მანდატებზე.
პარლამენტში დამოუკიდებლად შესვლას არ აპირებს პარტია "გირჩი"
"ჩვენ ნაციონალური მოძრაობის გარეშე არ ვაპირბდით იქ შესვლას, იმიტომ, რომ მათი ხმებია ამ ცვლილებებისთვის საჭირო, ახლა დანარჩენი, რა პროცედურებში მივიღებთ მონაწილეობას და რაღაც კონცერტში ვიმონაწილევებთ თუ არ არ ვიცი. მაგრამ ყელაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეჭვები არ დავტოვოთ", - ამბობს იაგო ხვიჩია
ოპოზიციის ერთიანი ფორმატის დამოუკიდებლად, "პატრიოტთა ალიანსი" მიმართავს ცესკოსა და საკანონმდებლო ორგანოს და მოითხოვს სიას გაუქმებას და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.
"არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად მოწვეულ პარლამენტში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. თუ ოპოზიციური სპექტრიც მსგავს ქმედებებს ახორციელებს ეს ხელისუფლების არჩევანია და არა ჩვენი. ჩვენ თავისთავად, ცხადია ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობას არ მივიღებთ, შესაბამის პროცედურებსაც გავივლით, რასაც სიის ჩახსნა ჰქვია და დეპუტატის მანდატებზე უარის თქმა"- ამბობს პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელი მდივანი, გოჩა თევდორაძე.
ერთადერთი, ვინც არ ჩქარობს პარტია "მოქალაქეებია". ალეკო ელისაშვილის პარტია ელოდება მოლაპარაკებების შედეგებს, რომელიც ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით მიმდინარეობს.
უკვე ცნობილია, რომ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ორშაბათს გაიმართება.
ოპოზიციის ბოიკოტოის ფონზე, ხვალ, 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება.