ზებრა ცესკოს გაცემული მანდატით - ერთადერთი "დეპუტატი", რომელიც შენობაში არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

ერთპარტიულ პარლამენტს დასცინა ცესკოს აკრედიტაციით შენობასთან მისულმა ზებრამაც - ერთერთი აქტივისტი სწორედ ამ პერფორმანსით მივიდა საკანონმდებლო ორგანოსთან. ზებრის ფორმაში გადაცმულმა აქტივისტმა განაცხადა, რომ მას აქვს უფლება, შევიდეს დარბაზში, რადგან ცესკოს ხელმოწერილი მანდატი აქვს.

"მეც, სხვა ზებრა და პინგვინი დეპუტატების მსგავსად, მაქვს უფლება, შევიდე დარბაზში" - განაცხადა ზებრამ "მთავარ არხთან".

ზებრა ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან შენობაში არ შეუშვეს, რის შემდეგაც ის მეორე შესასვლელისკენ გაემართა.

შენობაში ამ დროისთვის შესულია რამდენიმე დეპუტატი "ოცნებიდან". ქუჩაში შეკრებილი აქტივისტები ყველა მანქანას, რომელიც პარლამენტის ეზოში შედის, სსრკ-ი ჰიმნისა და შეძახილის "მონა!" ფონზე აცილებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი