ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს პარლამენტში და არა ქუჩაში - კელი დეგნანი

გამოქვეყნდა:

ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომამდე საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ისურვებდა, ცვლილებებისთვის მებრძოლი ოპოზიცია პარლამენტში ნახოს და არა ქუჩაში. 

"ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისკენ, რომ მან [ოპოზიციამ] შეძლოს იბრძოლოს ცვლილებისთვის პარლამენტში და არა ქუჩაში. პარტიის ლიდერებმა ბოლო 6 კვირის განმავლობაში უდიდესი შრომა ჩადეს იმ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის გეგმის შემუშავებაში, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას წლებია, აქვს. ეს კარგი მაგალითი იყო საერთო მუშაობის განსხვავებების

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობაში უკვე იმყოფება მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატი, ასევე, იქ უკვე მივიდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პარლამენტის შენობაში მივიდა ასევე პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო. ​​​​​​​ 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი