"ქართული ოცნება" მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომას არასრული შემადგენლობით ესწრება.
ცოტა ხნის წინ, რეგისტრაცია სხდომათა დარბაზში კომისიების ასარჩევად კენჭისყრა 88 დეპუტატმა გაიარა, "ქართულ ოცნებას" კი პარლამენტში წესით, 90 დეპუტატი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი სხდომა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.
საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. სხდომა პროტეტის ფონზე მიმდინარეობს.