
საქართველოში აკრედიტირებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დატოვეს.
"ქართული ოცნება" მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომას არასრული შემადგენლობით ესწრება. სხდომა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ამ წუთებში პარლამენტში ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა.
საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. სხდომა პროტეტის ფონზე მიმდინარეობს.
რას შეეხება ოპოზიციას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ევროპული საქართველო"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლელო საქართველოსთვოს"; "ლეიბორისტული პარტია"; "ერთიანი საქართველო" - ოპოზიციური პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.