ძალიან ვწუხვარ, რომ პარლამენტში ნაწილმა გარეთ დარჩენა აირჩია - ზურაბიშვილი ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ერთპარტიული პარალმენტის პირველ სხდომაზე თქვა, რომ ახლა იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა და ეს პასუხისმგებლობა დიდწილად ამ პარლამენტს ეკუთვნის

"მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა, რამეთუ პასუხისმგებლობა ყველასგან მოითხოვს, რომ დღეს, ამ ვითარებაში ვიყოთ ერთად და გამოვიყენოთ ყველა ჩვენი შესაძლებლობები. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭირო არის და ეს პარლამენტი იქნება ის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება. მინდა მეთე მოწვევის პარლამენტის წევრებს ყველას მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ სიტყვით დაასრულა სალომე ზურაბიშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა და სხდომა, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნება" ესწრება გახსნილად გამოაცხადა.

მავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი