პარლამენტის პირველმა სხდომამ "ოცნების" დეპუტატებისთვის დისკომფორტის გარეშე

გამოქვეყნდა:

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უკვე დატოვეს: პრემიერმინისტრმა, პრეზიდენტმა, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლება, სასულიერო პირებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა. 

სხდომიდან გამოსულმა ხელისუფლების პირველმა პირებმა "მთავარი არხის" კითხვას - ჰქონდათ თუ არა დისკომფორტი ერთპარტიულ პარლამენტში - არ უპასუხეს. მხლოდ ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, გადაწყვეტილება მიეღოთ და დამორჩილებოდნენ ხალხის აზრს. 

დისკომფორტის განცდა არც პარლამენტის ახალ წევრებს არ გასჩნიათ, მაგალითად ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ არჩევნების გაყალბება უნდა დაამტკიცოს და დათმობა ასე მარტივად არ გამოვა. 

"ქართული ოცნება" მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომას არასრული შემადგენლობით ესწრება. სხდომა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ამ წუთებში პარლამენტში ერთსაათიანი შესვენებაა გამოცხადებული.

საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. სხდომა პროტეტის ფონზე მიმდინარეობს. 

რას  შეეხება ოპოზიციას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ევროპული საქართველო"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლელო საქართველოსთვოს"; "ლეიბორისტული პარტია"; "ერთიანი საქართველო" - ოპოზიციური პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი