8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არაა კმაყოფილი არ ხართ? - ელისო ბოლქვაძე

გამოქვეყნდა:

 "ქართული ოცნების" ახალი წევრი პარლამენტში, პიანისტი, ელისო ბოლქვაძე ამბობს, 8 წლიანი მმართველობის პერიოდში "ოცნება" ქვეყანას ვერ ააშენდება და ამბობს, რომ ომი რადგან არაა, კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ამ თემაზე კომენტარი მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

"ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და ძალიან ბევრი რამ გააკეთა. 8 წელში გინდათ, რომ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, კმაყოფილი არ ხართ? რამდენი ხანი არ იყო ომი? არ გაქვთ სტაბილურობა? სტაბილურობა არ არის მთავარი ამოსავალი?" - თქვა ელისო ბოლქვაძემ.

 ელისო ბოლქვაძემ, ასევე, ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე და აღნიშნა, რომ მისი საქმეები მოსწონს და ბევრი ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი მისი დახმარების გარეშე ვერ გადარჩებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი