"გირჩი" განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

"გირჩი" განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა, რადგან ის ერთპარტიულია. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, "გირჩი" ამბობს, რომ თუ  ხელისუფლებასთან ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, გირჩის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე

დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა.
ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: 
ის იყო ერთპარტიული 
და დღეს იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი - 113 ადამიანი.
ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
გირჩი უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს - ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას, და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, გირჩის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე" ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაშ.

დღეს ოპოზიციამ:  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ევროპული საქართველო"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლელო საქართველოსთვოს"; "ლეიბორისტული პარტია"; "ერთიანი საქართველო" - მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა სიების გაუქმების მოთხოვნით დღეს ცესკო-საც მიმართეს. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი