ოპოზიციის წარმომადგენლები სიების გაუქმების მოთხოვნით ცესკოში მივიდნენ 

გამოქვეყნდა:

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან უკვე მივიდნენ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც უარს ამბობენ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე და სიის გაუქმების მოთხოვნით ცესკოს მიმართავენ. 

"ეს არის დოკუმენტი, სადაც საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, მისი საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელის სახით აუქმებს პროპორციულ სიას 37-დან 177 ნომრამდე. უნდა ჩაიხსნას პროპორციული სიის არსებული კანდიდატები პარლამენტის წევრობის და შემდგომ როდესაც ცესკო დააკმაყოფილებს ამ განცხადებას და ყველა დეპუტატობის კანდიდატი ჩაიხსნება, შემდგომ უკვე დარჩენილი პარლამენტის წევრები, რომელთა უფლებამოსილება დღევანდელმა შემადგენლობამ უკანონოდ სცნო, 1-დან 36 დეპუტატის ჩათვლით, უკვე მიმართავს განცხადებით პარლამენტს რათა მათი უფლებამოსილება შეწყვეტილი იქნას", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ლევან ბეჟაშვილი 

ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი კიკნაველძე ამბობს, რომ დღეს ქართული დემოკრატიის "შავი პარასკევია". კიკნაველიძის თქმით, პარტია აუქმებს მთლიან სიას.

"ქართული ოცნება" მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომას არასრული შემადგენლობით ესწრება. სხდომა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. სხდომა პროტეტის ფონზე მიმდინარეობს. 

რას  შეეხება ოპოზიციას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ევროპული საქართველო"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლელო საქართველოსთვოს"; "ლეიბორისტული პარტია"; "ერთიანი საქართველო" - ოპოზიციური პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი