
პარტია "გირჩში", რომელიც დღეს, 11 დეკემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ ოპოზიციის მანდატებზე უარის თქმას არ დასწრებია, ამბობენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ბოიკოტს უერთდებიან და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ.
"დისტანცირად ვუეთდები, იგივე პოზიცია მაქვს რაც აქამდე მქონდა, ჯერ უნდა მოხდეს სიების ჩახსნა, იქითა კვირაში, პოლიტიკოსები, ჩემი ჩათვლით, ინდივიდუალურად მიმართავენ პარლამენტს მანდატების ჩახსნის თაობაზე" , – ამბობს "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.
"ბევრი ივენთები იმართება ოპოზიციაში, სადაც გირჩი ხან მონაწილეობს ხან არ მონაწილეობს, ხან მოწონს, ხან არ მოწონს ფორმები, მაგრამ ეს არ ცვლის საერთო გადაწყვეტილებას, რომლის ირგვლივაც არსებობს ოპოზიციური ერთობა" , – ამბობს "გირჩის" წარმომადგენელი იაგო ხვიჩია
ოპოზიციის ბოიკოტს უერთდება "რესპუბლიკური" პარტიაც.
"ჩვენ ვართ ბლოკთან ერთად, სადაც იქნება ბლოკი პარლამენტში, იქ იქნება რესპუბლიკური პარტია, როდესაც ამოიწურება მოლაპარაკებები მერე მივმართავთ პარლამენტს, დღეს არავის არ მიუმართავს, დღეს ყველა შევთანხმდით რომ მანდატებს ვთმობთ, ყველა ოპოზიციურმა პარტიმ თქვა უარი მანდატზე." – ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, ხათუნა სამნიძე.
ალეკო ელისაშვილი "ოცნებასთან" მოლაპარაკებებს აგრძელებს და პიონერთა სასახლის ეზოში მანდატებზე უარის თქმას არასერიოზულს უწოდებს.
"ის რაც პიონერთა სასახლის ეზოში ხდებოდა არის მაიმუნობა და არასერიოზული, ხალხის მოტყუება და დაცინვა. თან ამბობენ მანდატებს ვხევთო, თან მოლაპარკებებზე მიდიან. მოლაპარაკებები თუ დასრულდა შედეგით და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, პარლმენტში არ უნდა შევიდნენ? ხალხს მერე როგორ უნდა შეხედონ თვალებში და როგორ უნდა აუხსნან" – ამბობს "მოქალაქეების" წარმომადგენელეი ალეკო ელისაშვილი
აქვე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ევროპული საქართველო"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლელო საქართველოსთვოს"; "ლეიბორისტული პარტია"; "ერთიანი საქართველო" - ოპოზიციურიმა პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ
ავტორი: ნინო ღვედაშვილი