კომიტეტის თავმჯდომარეობა ძალიან მაღალი თანამდებობაა - კახიანი წულუკიანის დანიშვნაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი კახიანი თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის შემდეგ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ამას ჩამოქვეითებად ვერ აღიქვამს.

"ქალბატონმა თეამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალში ის აღარ ყოფილიყო იუსტიციის მინისტრი და პარლამენტში ის დაიკავებს ერთ-ერთი კომიტეის თავმჯდომარის თანამდებობას. კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა არის ძალიან მაღალი თანამდებობა, თავისი რანგით შეიძლება ითქვას, რომ ის უთანამრდება მთავრობის რიგებში მინისტრის თანამდებობას, სამართლებრივი რანგირებით ასეა, ასე რომ, ვერანაირ დაქვეითებაზე ვერ ვისაუბრებ", - თქვა გიორგი კახიანმა.

პარლამენტში მისულმა თეა წლულკიანმა კი ჟურნალისტების კითხვას "დააქვეითეს თუ არა ის" არ უპასუხა და მედიას ზურგი შეაქცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი