იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა, შეკითხვების შემდეგ: "დაგაქვეითეს ქალბატონო თეა?", "ქალბატონო თეა, პენსიაზე გაგიშვეს?" ჟურნალისტებს ზურგი შეაქცია და ლიფტში შევიდა, ხოლო მისი დაცვის წევრები მედიელებს არ აძლევდნენ საშუალებას, თეა წულუკიანთან ახლოს მისულიყვნენ.
მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, უქმნიდა თუ არა დისკომფორტს თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრობიდან საპარლამენტო კომიტეტში გადასვლა.
შეგახსენებთ, საკვანძო საპარლამენტო თანამდებობებზე პარლამენტში სიით შესული "ქართული ოცნების" წევრები უკვე გადანაწილებული არიან. თეა წულუკიანი განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატია.