ვიზიარებთ ქართული პარლამენტარიზმის გარდაცვალებას - ლეიბორისტული პარტიის აქცია

გამოქვეყნდა:

საკანონმდებლო ორგანოს უკანა ეზოს შესასვლელთან, სამგლოვიარო გვირგვინი ბიძინა ივანიშვილის ფოტოთი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა მიიტანეს. აქციის მონაწილეები ამ ფორმით აპროტესტებენ ერთპარტიული პარლამენტის მუშაობის დაწყებას. 

სამწუხაროდ, ვიზიარებთ ქართული პარლამენტარიზმის გარდაცვალებას, მართალია დროებით მაგრამ მაინც, იმიტომ, რომ დღეს ამ შენობაში შეიკრიბა არა პარლამენტი არამედ საბჭოთა, ჩრდილო კორეული პოლიტ ბიურო ქართული ოცნებისა, რომელიც ექვემდებარება, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის - დიქტატორი ივანიშვილის ნებას.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ბრძოლით გაზაფხულზე მოიპოვებთ ახალ არჩევნებს და სამართლიანს, გავაცოცხლებთ პარლამენტს გავაცოცხლებთ, ახლა სამწუხაროდ გარდაცვლილია", - ამბობს ლეიბორისტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი 

დღეს პარლამენტის ერთპარტიულ პარლამენტს დასცინა ცესკოს აკრედიტაციით შენობასთან მისულმა ზებრამაც.  

"ქართული ოცნება" მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომას არასრული შემადგენლობით ესწრება. სხდომა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. სხდომა პროტეტის ფონზე მიმდინარეობს. 

რას  შეეხება ოპოზიციას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ევროპული საქართველო"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლელო საქართველოსთვოს"; "ლეიბორისტული პარტია"; "ერთიანი საქართველო" - ოპოზიციური პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი