აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გათავისუფლებას ოპოზიციაში ბოიკოტის ერთერთ მიღწევად მიიჩნევენ. პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ საქმეც და გადაწყვეტილებაც პოლიტიკურად მოტივირებულია.
"ფაქტია, რომ ივანიშვილი ხვდება, რომ მას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, და არა ერთი. გუშინ გაათავისუფლა მხოლოდ ორი მათგანი. გუშინდელმა ფაქტმა, რა თქმა უნდა, ყველა გაგვახარა, მაგრამ ამავე დროს, კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რა რეჟიმთან გვაქვს საქმე ", - ამბობს ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.
"ოცნების" მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, გიორგი ხელაშვილი, რომელიც პროკურატურის განცხადების დასრულებამდე, გააკეთა განცხადება, რომ ეს პირები მონაწილეობდნენ თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეში. დღეს ამბობს, რომ იმ ფაქტებით საუბრობდა, რის შესახებაც ჰქონდა ინფორმაიცა და თუ მათი უდანაშაულობა დამტკიცდება, მზადაა, ბოდიში მოიხადოს.
აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე ამბობენ, რომ პოლიტიკური პროპაგანდის მსხვერპლნი არიან და მიიჩნევენ, რომ გარკვეულ იპოლიტიკური მიზნებით გაათავისუფლეს.
"ორი მილიონი ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლინებას არ შეიძლება დავუპირისპიროთ უსამრთლოდ დარჩენილი ადამინების გამოშვება და ეს გავხადოთ სავაჭრო, თუმცა, დღესდღეობით ეს ასე ხდება. არ უნდა დამთავრდეს ამითი, ჯერ მარტო იმიტომ, რომ დარჩენილები არინ პოლიტპატიმრები: მელაშვილი, ილიჩოვა, გიორგი რურუა, რომელიც ასევე, შეთითხნილი ბრალდებით ზის ციხეში", - ამბობს აკაკი კობალაძე.
აკაკი ხუსკივაძე გათავისუფლებას ვაჭრობის ერთერთ ელემენტს უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 დეკემბერს, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ლკობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ, მედიის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი, რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით, მას დაემუქრნენ.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.