ზეწოლა ISFED-ზე - "ოცნების" სამი ახალი სახე პარალელური დათვლის შედგებს თხოვდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედგებს თხოვდა. ინფორმაცია კონფიდენციალურია და ამის მოთხოვნის უფლება მმართველ გუნდს არ აქვს.  ISFED-მა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვედრაზე ინფორმაცია არ გადასცეს.

ორგანზაციაში ზეწოლაზე საუბრობენ, თუმცა უმრავლესობს ლიდერები ზეწოლას უარყოფენ. მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ სამართლიან არჩევნებს მხოლოდ იმ უბნების გადათვლას და ხელახალი მონაცემების წარდგენას სთხოვდნენ რომელშიც ცესკო-ს შედეგებთან ცდომილება იყო. 
 

2,4 სხვაობა არის ცესკოსა და ISFED-ს შორის, შესაბამისად ჩვენ ვთხოვეთ, რომ რომელ უბნებზე დათვალეთ, შევადაროთ, რომ იქნება ცესკო ცდება - ამბობს მამუკა მდინარაძე

ჩვენ აღმოაჩინეთ მარტივი ხარვეზი ჩვენი აზრით და ამასთნ დაკავშირებით მოვითხოვეთ მონაცემები, რომელიც ამ ხარვეზს დაადასტურებს...მისული არავინ არ იყო. იყო ონლაინ შეხვედრა , რომელსაც ჩვენი მხრიდან ესწრებოდა "ქართული ოცნების" სამი ახალი სახე - ამბობს ირაკლი კობახიძე

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა "სამართლიანი არჩევნებისგან" ხმების დათვლის პარალელური დათვლის შედეგები მას შემდეგ მოითხოვა რაც კობახიძემ ოპოზიციასთან დადო პირება, რომ თუ შედეგები გადაითვლებოდა და 1%-ინი ცდომილება იქნებიდა, ხელახალი არჩევნები ჩაინიშნებდა 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი