კუნთს აქვს თვისება, რომ დაიღალოს - კახაძე ზურაბიშვილის "დაღლაზე"

გამოქვეყნდა:

რამ დაღალა პრეზიდენტი? სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას დეპუტატები ეხმაურებიან. ლადო კახაძემ ზურაბიშვილის განცხადება ასე გაიგო: 

კუნთს აქვს თვისება, რომ დაიღალოს და ამუშავდეს, ეს არის მისი თვისება, რესურსი გამოიყენოს. პრეზიდენტის განცხადება, ალბათ, გულისხმობდა იმას, რომ ჩვენი ქვეყანა 30 წელიწადია იბრძვის, იღწვის დემოკრატიის გზაზე, მიდის ევროკავშირის გზაზე.

გარკვეულწილად, ზოგჯერ არის წინააღმდეგობრივი ურთიერთობა არასწორად მოფიქრალი ოპოზიციის მხრიდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულად კუნთის გადაძაბვა” - ამბობს კახაძე

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს 2 წუთში 4-ჯერ თქვა - დავიღალეთ
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი