სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს 2 წუთში 4-ჯერ თქვა - დავიღალეთ

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა "საზოგადოების დაღლაზე" საუბრით დაიწყო და დაახლობით, 2 წუთში სიტყვა "დაღლა" 4-ჯერ თქვა. 

"მივესალმები საზოგადოებას, რომელიც ახლა გვიყურებს და ის გვეუბნება, დავიღალეთ. ამ საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და არა მხოლოდ ამ დარბაზში, ამ დარბაზის გარეთ. დავიღალეთო ერთ წრეზე ბრუნვით, ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით. 30 წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა, ყველანი, მათ შორის მეც, ვიდეგით პარლაენტის კიბეებზე დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ხალხი დაიღალა მუდმივად ორ პოლუს შორის ბრძოლით სხვადასხვა პოლიტიკოსების მომხრეებს შორის, ქვეყანას კი დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება.

პრეზიდენტს ნახევარ-საათიანი გამოსვლა ჰქონდა, სწორედ ის იყო პირველი, ვინც მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა გახსნა. 

შეგახსენებთ, რომ სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, პარლამენტის გარეთ სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები, სამივე შესასვლელთან კი პოლიციაა მობილიზებული.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი