საბიუჯეტო დაფინანსებას 12 პარტია მიიღებს - "ცესკომ" განკარგულება გამოსცა

გამოქვეყნდა:

"ცესკოს" თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, პარტიების დაფინანსების შესახებ ოფიციალური განკარგულება გამოსცა. 

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს დაფინანსება 14 პარტიას უნდა მიეღო, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ "გირჩს" და "მოქალაქეებს" ცესკოსთვის განცხადებით არ მიუმართავს, საბიუჯეტო თანხას მხოლოდ 12 პარტია მიიღებს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვრება დანართის შესაბამისად:

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციის წევრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი