ორი პოლიტიკური რეალობა - ოპოზიციამ ბოიკოტი ოფიციალურად გააფორმა

გამოქვეყნდა:

მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მორჩილი ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო დეპუტატების უფლებამოსილების ცნობით იყო დაკავებული, ოპოზიციამ უპრეცენდენტო პროტესტი ოფიციალურად გააფორმა.  "ქართული ოცნების"  პოლიტიკურმა ოპონენტებმა მემორანდუმის გააფორმების შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართეს.

თამარ ჟვანიას 5 პოლიტიკური პარტიის განაცხადი სიების განულებასთან დაკავშირებით უკვე ოფიციალურად აქვს. ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების მიტაცება გაუფრომა, 3-დღიანი ვადა აქვს, რომლის ამოწურვის შემდეგ სიები ავტომატურად გაუქმდება.

"ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" სახელით, თამარ ჟვანიას უწებაში ლევან ბეჟაშვილი მივიდა, "ევროპული საქართველოდან" - ირაკლი კიკნაველიძე, "სტრატეგია აღმაშენებლიდან" - სერგო ჩიხლაძე. ქართული დემოკრატიისთვის ყველაზე მძიმე პარასკევს პოლიტიკურმა ძალებმა პარალამენტში შესასვლელი ყველა გზა ოფიციალურად ჩაჭრეს. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" - 36 მანდატზე, "ევროპულმა საქართველომ" - 5, ხოლო "სტრატეგია აღმაშენებელმა" 4 სადეპუტატო ადგილზე თქვეს უარი.  

პარტიული სიები გააუქმეს "ლელომ" და "ლეიბორისტებმაც" გააუქმეს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუკი 3 დღეში თამარ ჟვანია არ დააკამყოფილებს პარტიების თავმჯდომარეების მიმართვას, მაშინ სიები ავტომატურად გაუქმდება. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის დღეს არ მიუმართავს არც "გირჩს" და არც ალეკო ელისაშვილს, ისინი დღეს არც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან გამოჩენილან, სადაც ოპოზიციამ ერთპარტიული პარლამენტის სხდომის მიმდინარეობის პარალელურად ერთობლივი დეკლარაციები გააფორმა.

თბილისის ცენტრში დღეს კიდევ ერთხელ ორად გაყოფილი საქართველოს მძიმე სურათი ჩანდა: ქუჩის ერთ მხარეს ოცნების დეპუტატები მეათე მოწვევის პარლამენტში მარტო შევიდნენ, ხოლო მეორე მხარეს - იქ, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება გაიმართა, უპრეცედენტო პროტესტი გაფორმდა. 

მოსწვალე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ოპოზიციამ სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც ბოიკოტს და საპარლამენტო სკამებზე უარის თქმას უზრუნვეყოფს. პოლიტიკური ძალები, რომლებიც რიგგარეშე არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და დემოკარტიულ საარჩვენო სისტემას ითხოვდნენ, დარწმუნებეულები არიან, რომ ივანიშვილის მიტაცებული პარალემნტი დიდხანს ვერ იარსებებს და სულ მალე ქვეყანაში რიგგარეშე არჩვენები დაინიშნება. 

ოპოზიციურ ბოიკოტს არ უერთდებიან, თუმცა პარლამენტში არ შედიან არც "პატრიოტთა ალინსის" წევრები, მათ 31 ოქტომბერს 4 მანდატი მიიღეს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში  უპრეცედენტო ერთპარტიული პარლამენტისგან დისტანცირებული პოლიტიკური ძალები მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობენ და მთავარი მიზნისთვის ქვეყანაში რიგგარეშე სამართლიანი არჩევნბის დანიშვნისთვის ბრძოლას ყველა კონსტიტუციური მეთოდით განაგრძობენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი