ერთპარტიული პარლამენტი, რეალური პოლიტიკური საქმიანობისგან განსხვავებით, ღირებული წყარო იქნება შოუმენებისთვის.
მეათე მოწვევის პარლამენტი, სადაც მხოლოდ "ქართული ოცნებაა" წარმოდგენილი, ტელეწამყვან ილო ბეროშვილისთვის ტრაგიკომიკურია.
დღევანდელი სხდომიდან კომიკოსებს ყველაზე მეტად პრეზიდენტის გამოსვლა დაამახსოვრდათ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ის დაღლილია. მსახიობებს აინტერესებთ - რამ დაღალა პრეზიდენტი.
ქვეყანაში მთავარი პრობლემა რომ ერთპარტიული პარლამენტი და მთავრობის გულგრილობაა, ამაზე მწერალი კოტე ყუბანეიშვილიც საუბრობს. ის პარალელს რუსულ მმართველობასთან ავლებს და იმედი აქვს, რომ საზოგადოება დიქტატორულ მმართველობას არ შეეგუება.
საზოგადოებაში კრიტიკა "ქართული ოცნების" იმ ლიდერების განცხადებებმაც გამოიწვია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქვეყანას მრავალპარტიული პარლამენტი აქვს. მიშა მშვილდაძის შეფასებით, დღევანდელი სხდომით მკვდარი პოლიტიკური პროცესი გაფორმდა.
"უპატარძლო ქორწილივითაა", "როცა სხვა ზებრა პარლამენტში შეუშვეს და შენ არა" - პირველი სხდომის ეს შეფასებები კი, სოციალურ ქსელის მომხმარებლებისგანაა. მოქალაქეების კრიტიკისა და დაცინვის საგანი სწორედ სახლში პარლამენტში მარტო დარჩენილი "ქართული ოცნება" გახდა.