"მთავრობის შემოჭერილი ქამრები, რა ღირს წინასაარჩევნოდ ლოიალობა?" - ამ სათაურით აქვეყნებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ირკვევა რამდენს ხარჯავს ხელისუფლება სპორტსმენების ლოიალობის მოსაპოვებლად. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ, სპორტული ღონისძიებებისა და სპორტსმენების გულის მოსაგებად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 13 მილიონ 800 ათასი ლარი დახარჯა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მკვეთრად გაიზარდა სპორტსმენების შემოსავლები და არამიზნობრივი ხარჯებიც გაჩნდა.
"ჩვენ ამ ანგარიშის გაკეთება გადავწყვიტეთ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ პირველი, მუდმივად საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და მნიშვნელოვანია ეს ბრალდება დსაბუთდეს. როდესაც მძვინვარებს პანდემია და პრაქტიკულად ყველა თეთრი და ლარი მიმართული უნდა იყოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ ვნახეთ, რომ 2019 წელს სპორტულ ღონისძიებებზე არცერთი თეთრი არ დახარჯულა და 2020 წელს ამხელა ხარჯი ჩნდება წინასაარჩევნო თვეებში აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი", - ამბობს "სამოქალაქო იდეას" ხელმძღვანელი, თინა ხიდაშელი.
ხიდაშელი ამბობს, რომ ადვილია კავშირის დადგენა წინასაარჩევნოდ სპოტსმენების ძალადობასა და რამდენიმე თვით ადრე გაზრდილ ბიუჯეტში.
ავტორი: საბა ბუაძე.