მოლაპარაკებების მომდევნო, მე-5 რაუნდი ორშაბათს გაიმართება

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად რიგგარეშე არჩევნები რჩება - ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ეს ერთადერთი საშუალებაა მძიმე პოლიტიკური კრიზისის გასანეიტრალებლად. 

მათი თქმით, ყველა მეთოდს გამოიყენებენ სიტუაციის გამოსწორების მიზნით და მზად არიან მოლაპარაკებებისთვისაც, თუმცა "ოცნების" მუქარის შემცველი განცხადებები კრიზისს მეტად ართულებს. 

  • "ყველა დასაშვებ მეთოდს გამოვიყენებთ ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ ის გახდეს იძულებული ჩაინიშნოს არჩევნები. ახალი არჩევნების გარდა ვითარებას არაფერი უშველის", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ნიკა მელია.
  • "ახალ რეალობაში შევედით - გვყავს ოლიგარქი, რომელსაც ჰყავს ჯიბის პარლამენტი, მარიონეტული პროკურატურა და მონსტრების კორპორაცია სასამართლოს ნაცვლად; სურათი ძალიან მძიმეა", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა.
  • "მზად ვართ გაგრძელდეს მოლაპარაკებები, მაგრამ "ოცნებამ" ბოლო რაუნდი ჩაშალა მუქარითა და შანტაჟით. მცირე შანსი თუ არსებობს, გამოვიყენებთ, რომ ქვეყანა არ შევიდეს ღრმა კრიზისში", - ამბობს "ლელოს" წევრი, მამუკა ხაზარაძე.
  • "ოპოზიცია ერთიანია... გვინდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მაინცდავაცხროთ, თუ ეკონომიკურს ვერაფერს ვუშველით ჯერ", - ამბობს "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
  • "მგონია, საჯაროდ თუ არა, კულუარებში მაინც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა თითი უნდა დაუქნიონ ხელისუფლებას უზნეო ქცევისთვის", - ამბობს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე.

მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ორშაბათსაა ჩანიშნული. თავის მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენლები განცხადების დაწერას აპირებენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესაჩერებლად. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი