დამნაშავე თუ მძევალი - შსს-ს მიერ დაკავებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ისევ პატიმრობაში რჩება, თუმცა, ბრალს არ აღიარებს. ბიძინა ესებუას ადვოკატი ამბობს, რომ საბრძოლო მნასალა და ხელყუმბარა ბიძინა ესებუას მანქანაში ჩაუდეს.
ბიძინა მუშაობს დასუფთავების სამსახურში, მისი მანქანა ორი დღის განმავლობაში იდგა იუსტიციის სახლის უკან, საბარგული არ იკეტებოდა და სწორედ ამით აიხსნება ის, რომ, თავად ბიძინამ არ იცოდა, რა იდო მისი მანქანის საბარგულში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, - ამბობს ადვოკატი.
დღეს სოფელ გრიგოლიშში ესებუების სახლი დაკეტილია: ბიძინა ესებუას დაკავების შემდეგ დაკითხვაზე გადაიყვანეს ასევე ბადრი და ბიძინა ესებუების მამა.
ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს.
შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, ბადრის უნდა შეხვედროდა, ოჯახი უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას თვეზე მეტია ეძებს. თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.