თუ არ შევუერთდებით პროტესტს, დავბრუნდებით სსრკ-ში - ბათუმში აქცია იმართება

გამოქვეყნდა:

ბათუმში დღეს ტრადიციული აქცია-მიტინგი უცვლელი მოთხოვნებით კვლავ თავისუფლების კვარტალში გაიმართება - ხელისუფლების ოპონენტები და აქციის დანარჩენი მონაწილეები გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ. 

ადგილზე შეკრებილები არიან ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები. 

  • "განვაგრძობთ აქციებს... ხელუფლებამ განიზრახა გასაბჭოებულ საქართველოში გვაცხოვროს. ამის დასტურია ერთპარტიული პარლამენტი", - ამბობს კახა მიქელაძე
  • "აჭარაში საპროტესტო მუხტი არ წყდება, სანამ არ მივიღებთ ხელახალ არჩევნებს", - ამბობს "ლელოს" წევრი, ლევან აბულაძე.
  • "11 დეკემბერს ჩვენ ვიხილეთ საბჭოთა კავშირი. თაობები შეეწირა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლას და თუ დღეს საზოგადოება არ შეუერთდება პროტესტს, აუცილებლად დავბრუნდებით უკან", - ამბობს მირდატ ქამადაძე.

საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი